Marani Logo

მარანმა ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასს უმასპინძლა

6 ივნისი 2013

2013 წლის 1 ივნისს მარანმა სტუდენტებისთვის ღვინის დეგუსტაციის მასტერკლასს უმასპინძლა.

 

მასტერკლასი შემეცნებით ხასიათს ატარებდა და სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია ღვინის დაგემოვნების ხელოვნებაზე, შეაფასეს ღვინო სუნით, თვალით და გემოთი, იმსჯელეს სხვადასხვა ღვინის ღირსებაზე. მასტერკლასს მარანის ღვინის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტები უძღვებოდნენ. 

 

მასტერკლასს წელს თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის 6 სტუდენტი დაესწრო.  გარდა საუკეთესო ღვინის დეგუსტაციისა, მათ შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ ქარხანა და ემსჯელათ ქართული ღვინის სპეციფიკის შესხებ. 

 

სოფო სიხუაშვილი, სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის მე-2 კურსის სტუდენტი: „აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. თითქოს ხელახლა აღმოვაჩინე ღვინის ფენომენი. ბედნიერი ვიქნები, თუ კიდევ მომიწევს  მარანში მსგავს ღონისძიებაზე დასწრება“. 

 

„მეხუთე წელია ამ სპეციალობას ვეუფლები და წელს პირველად მომეცა შესაძლებლობა დავსწრებოდი სწავლებას ღვინის პროფესიონალური დეგუსტაციის შესახებ. დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესი და ძალიან სასიამოვნო გამოცდეილებაა საქმეში, რომელიც გილით მიყვარს," ამბობს ლაშა გეგეჭკორი, სასურსათო ტექნოლოგიის სპეციალობის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი.

 

აღნიშნულ ტრადიციას მარანში წელს ჩაეყარა საფუძველი და ის სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.