Marani Logo

IWC 2013: მარანის 5 ღვინო მედალოსანია

24 მაისი 2013

მარანის ხუთი ღვინო 2013 წლის საერთაშორისო ღვინის კონკურსის (IWC) მედალოსანია. ბრინჯაოს მედალი აიღეს ღვინოებმა: მარანის კონდოლის ვენახების მწვანე-ქისი 2012, მარანის კონდოლის ვენახების საფეარვი 2010,  მარანის კონდოლის ვენახების საფერავი-მერლო 2010, მარანი მუკუზანი 2009 და მარანი საფერავი 2012.  

 

უკვე 30 წელია საერთაშორისო ღვინის კონკურსი (IWC) მსოფლიოში ღვინოების ყველაზე მკაცრი შემფასებელია. საერთაშორისო ღვინის კონკურსზე ღვინოების ბრმა დეგუსტაცია აფასებს ღვინოებს სტილის, რეგიონის და მოსავლის წლის შესაბამისობის მიხედვით. ნებისმიერი გამარჯვებული ღვინო 3 სხვადსხვა გარემოებაში ისინჯება სულ ცოტა ჟიურის 10 წევრის მიერ. 
 
საერთაშორისო ღვინის კონკურსი ეხმარება მომხმარებელს არაჩვეულებრივი ღვინოების აღმოჩენაში და  ღვინის მიერ აქ მოპოვებული ჯილდო  აღიარებული ხარისხის გარანტიაა.