Marani Logo

მარანის ღვინის კლუბი

მარანის ღვინის კლუბის წევრებისთვის ხელმისაწვდომია თელავის ღვინის მარნის ღვინოების სრული სერია და სხვა განსაკუთრებული პროდუქცია. წევრებს შესაძლებლობა აქვთ პირდაპირ კომპანიის ტერიტორიიდან ან მისი ოფიციალური წარმომადგენლობისგან თბილისში საუკეთესო ფასად შეიძინონ მარანის ღვინოები, ამასთანავე მიიღონ უახლესი ინფორმაცია მარანში მიმდინარე მოვლენებზე, დაგეგმილ ღონისძიებებსა და ვებ-სიახლეებზე.


დაგვიკავშირდით: საზღვარგარეთიდან +995 350 236111, საქართველოს ფარგლებს შიგნით: 0350 236111, მოგვწერეთ ელ. ფოსტით: marani@marani.co; info@marani.co და შეიტყვეთ უფრო მეტი მარანის კლუბის წევრობის შესახებ.

უპირატესობები:

• წელიწადში 4-ჯერ, თებერვალში, მაისში, აგვისტოსა და დეკემბერში თქვენ მიიღებთ ჩვენი ექსკლუზიური ღვინოების 4-6 ბოთლს, მათ შორის შეზღუდული რელიზის და შიდა-კომპანიის ღვინოებს, რეგულარულ ფასთან შედარებით 20 % ფასდაკლებით. თქვენს შენაძენს თან ახლავს კომპანიის ბროშურა და ღვინოების დეტალური ორგანოლეპტიკური დახასიათებები;

• სარგებლობთ ჩვენი კომპანიის ტერიტორიაზე შეძენილ ნებისმიერ პროდუქციაზე 20 % ფასდაკლებით;

• სარგებლობთ სპეციალური ფასდაკლებით ექსკლუზიურ და შიდა-კომპანიის ღვინოებზე;
• იღებთ რეგულარულ ნიუზლეთერს ახალი ღვინოების, ახალი და მომავალი ჩამოსხმბისა და რთველის რაპორტების შესახებ ელ.ფოსტის საშუალებით;

მარანის კლუბის წევრებსა და ოთხ სტუმარს გთავაზობთ დამატებითი ღვინოების დეგუსტაციას;

• გეგზავნებათ მოსაწვევები პრეზენტაციებსა და სპეციალურ ღონისძიებებზე.


როგორ ხდება ეს:

• როგორც მარანის ღვინის კლუბის წევრს, წელიწადში ოთხჯერ (თებერვალი, მაისი, აგვისტო და დეკემბერი, ასევე მნიშვნელოვანი დღესასწაულების წინა დღეებში), გეგზავნებათ ელ. საფოსტო შეტყობინება არსბული ღვინოების ჩამონათვალითა და სხვა სადღესასწაულო პროდუქციის შემოთავაზებით;

• თქვენ ირჩევთ თქვენთვის სასურველ ღვინოებს და იხდით რეგულარულ ფასთან შედარებით 20% -ით ნაკლებს. გადახდისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი ფორმა: პლასტიკური ბარათი, საბანკო გადარიცხვა ან ნაღდი ანგარიშსწორება;

• ღვინოების აღება შესაძლებელია კომპანიიდან ან კომპანიის სპეციალური წარმომადგენლისგან თბილისში;

• იმ შემთხვაში, თუ შეუკვეთავთ 12 ან მეტ ბოთლ ღვინოს, ან მისი ღირებულება 120 ლარს მიაღწევს, ჩვენ შემოგთავაზებთ ღვინობის სახლში მოტანის სერვისს თბილისის, მცხეთისა და თელავის მასშტაბით. სხვა რეგიონებში ღვინოების სახლში მიტანის საკითხი ექვემდებარება მოლაპარაკებას;

• თითოეულ პაკეტში შევა თქვენს მიერ არჩეული ღვინოები, ჩვენი კომპანიის ბროშურა, დეტალური ორგანოლეპტიკური დახასიათება და ნიუზლეთერი;

• ყოველ თვე თქვენ მიიღებთ კომპანიის ნიუზლეთერს კომპანიაში მიმდინარე სიახლეებითა და სხვა ინფორმაციით;

• თქვენი წევრობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს ელ. საფოსტო გზავნილის საფუძველზე.


 
მარანის ღვინის კლუბი - შემოგვიერთდი!