Marani Logo

Wine Glossary

ნაზი (Tender)

მსუბუქი ღვინო მცირე მჟავიანობით.

ნალექი (Sediment)

ლექი, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ზოგიერთ დაძველებულ ღვინოში. ამის გამო შეიძლება საჭირო გახდეს ღვინის გადაღება დალევამდე.

ნატურვაინი (Naturwein)

(გერმ.: ბუნებრივი ღვინო) გერმანული ტერმინი შაქრის დამატების გარეშე დამზადებული ღვინისათვის.

ნახევრად მშრალი (Demi-Sec)

შამპანურის ან სხვა შუშხუნა ღვინოების ნახევრად ტკბილი სახეობა.

ნახევრად ტკბილი (Semi-sweet)

ღვინო, რომელსაც აქვს ნარჩენი შაქრის გარკვეული რაოდენობა (3-8 გრ/100სმ/3-ში) შემცველობით.

ნებიოლო

წითელი ყურძნის ჯიში, რისგანაც მზადდება შესანიშნავი იტალიური ღვინოები ბაროლო და ბარბარესკო. იძლევა შენახვის დიდი პოტენციალის მქონე მაღალი ალკოჰოლის შემცველ ღვინოს, მშრალს, სხეულიანს, ძლიერი ეთეროვანი სურნელით.

ნიადაგი (Terroir)

ფრანგული ტერმინი, რომელიც აღწერს ნიადაგის ტიპის და მიკროკლიმატის კომბინაციას, რაც ღვინის ხასიათს განაპირობებს. ღვინოს ყოველთვის აქვს ნიადაგის გემო, ვაზს უყვარს ქვიანი, ქვიშიანი ნიადაგი, რომელიც სითბოს კარგად ატარებს.

ნუშისებრი (Almondy)

ნუშის გემო, რომელიც ჩნდება კარბონული მაცერაციით დამზადებულ ახალგაზრდა წითელ ღვინოებში. თეთრ ღვინოებში ეს გემო შეიძლება იყოს დაჟანგვის (ოქსიდაციის) სიჭარბის შედეგი, შუშხუნა ღვინოებში კი – მათი ცუდად შენახვის შედეგი.