Marani Logo

Wine Glossary

ლაკრიმა კრისტი (Lacrima Christi)

მშვენიერი თეთრი ღვინო (იწარმოება წითელიც) მიღებული ყურძნიდან, რომელიც იზრდება ვულკანურ ფერდობებზე ვეზუვის მთისა. მოქმედი ვულკანი სამხრეთაღმოსავლეთ იტალიაში ნეაპოლის ახლოს. სახელი ნიშნავს: “ქრისტეს ცრემლებს”.

ლამბრუსკო (Lambrusco)

გაზირებული (შუშხუნა), ჩვეულებრივ წითელი, მშრალიდან ტკდილამდე ღვინო ჩრდილოეთ იტალიიდან, დამზადებული იმავე დასახელების ყურძნიდან.

ლექი (Lie)

დურილის ემდეგ ტკბილი იწმინდება და გაუხსნელი ნაწილაკები ფსკერზე ეშვება. ეს შეიძლება იყოს საფუარის ნაწილაკები, ღვინის ქვა, წიპწა და სხვა. ეს ჭუჭყი შეადგენს ლექს, რომლისგანაც მზადდება შესანიშნავი სურნელების არაყი. ან სედიმენტები (ნალექი), რომელიც ილექება ჭურჭლის ფსკერზე.

ლიიბე ფრაუ მილხ (Liebfraumilch)

(საყვარელი ქალის რძე): დაყენებული გერმანული თეთრი და სრულიად ნატურალური, რომელიც გერმანიის ღვინის ექსპორტის 50%-ზე მეტს შეადგენს.

ლიმუზინი (Limousin)

ძველი პროვინცია საფრანგეთში, სადაც დიდი ტყე მდებარეობს. ეს ტყე წარმოადგენს ფრანგული მუხის უმნიშვნელოვანეს წყაროს ღვინის კასრებისათვის.

ლიქიორი (Liqueur)

ტკბილი ალკოჰოლური სასმელი, რომელსაც ჩვეულებრივ სადილის შემდეგ სვამენ. ცნობილია ასევე როგორც გულის მუშაობის მასტიმულირებელი საშუალება.

ლუარა

აქ იწარმოება შესანიშნავი თეთრი, მშრალი ცინცხალი და დელიკატური ღვინოები. დომინირებს შენინ ბლანი, საკმაოდ არის აგრეთვე სოვინიონიც. წითლებიდან – გამეი და კაბერნე ფრანი ყველაზე გავრცელებული ჯიშებია. კლიმატისა და ნიადაგის მრავალფეროვნებას, რომელიც აისახება ღვინოების პალიტრაში გვთავაზობს ოთხი დიდი მეღვინეობის რეგიონი: ნანტები, ანჟუ, სომურუა და ტურენი.